gorgia
ავერსი legi

თუ შეშლილი ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივების მოპარვას შეეცდება, მაშინ შეიძლება მათ ამ თანხების დაბრუნება არა სასამართლოების მეშვეობით, არამედ ნატურალური ფორმით მოუწიოთ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

„მსგავს ქმედებას შეიძლება განსაკუთრებული სახის casus belli-ს კვალიფიკაცია მიენიჭოს, რასაც ბრიუსელისთვის და ევროკავშირის ქვეყნებისთვის შესაბამისი შედეგები მოჰყვება. მსგავს შემთხვევაში, ამ თანხების დაბრუნება შეიძლება არა სასამართლოების მეშვეობით, არამედ რუსეთის დამარცხებული მტრების მიერ ნატურალური ფორმით მოხდეს“, - წერს მედვედევი „ტელეგრამის“ გვერდზე.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ უკრაინისთვის 2026-2027 წლების დაფინანსებასთან დაკავშირებით ორი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. ერთ-ერთი გადაწყვეტილება უკრაინისთვის რეპარაციული სესხის უზრუნველსაყოფად ბელგიაში გაყინული რუსული აქტივებიდან თანხების გამოყენებას ითვალისწინებს, ხოლო მეორე გადაწყვეტილება ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენებით დაფინანსების მოზიდვას გულისხმობს.

80