janmedi
ავერსი ნემო

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს.

ფრიდრიხ მერცმა ანკარაში, ნატო-ს სამიტის მეორე დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია ომის სამხედრო გზით მოგება და მისი სწრაფი დასრულება თავად რუსეთისთვისაც სასარგებლო იქნება.

„რუსეთს ამ ომის მოგების არანაირი შანსი არ აქვს. ისინი ვერ მიაღწევენ თავიანთ სამხედრო მიზნებს და რაც უფრო მალე დავასრულებთ ამ ომს, მით უკეთესი იქნება ევროპისთვის, მით უკეთესი იქნება რუსეთისთვის და მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისთვის“, - განაცხადა კანცლერმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მოკავშირეები უკრაინისთვის დახმარების გაწევას გააგრძელებენ.

55