jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

უკრაინას მოსკოვში მომხდარ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

“რუსეთის მოსკოვის ოლქში “კროკუს სითიში” მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ამ წამს გარკვეული მოვლენები, გარკვეული სროლა, დაუდგენელი პირების მხრიდან გარკვეული ტერორისტული ქმედებები მოხდა - მოდით, დავაფიქსიროთ: უკრაინას ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს ამ მოვლენებთან", - განაცხადა პოდოლიაკმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას არასდროს არ გამოუყენებია ომის წარმოების ტერორისტული მეთოდები და განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების საელჩოები მარტის დასაწყისში რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილ ექსტრემისტულ აქციებთან დაკავშირებით გაფრთხილებებს ავრცელებდნენ.

“ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ “კროკუს სითიში” ტერაქტებთან ან სროლასთან, ან როგორც დაარქმევთ, უკრაინას ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს”, - განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, მოსკოვში, "კროკუს სითი ჰოლში" სროლისა და ხანძრის შედეგად, ოფიციალური ცნობებით დაიღუპა 40 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. რუსეთის უშიშროების სამსახურმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის დიმიტრი მედვედევმა მომხდართან დაკავშირებულ განცხადებაში კიევი ახსენა და განაცხადა, რომ თუკი "კიევის ტერორისტების" კავშირი დადგინდება, ყველა უნდა იპოვონ და გაანადგურონ, მათ შორის მათი "იდეოლოგიური შთამაგონებლები" და ხელისუფლების ოფიციალური პირები.

ამავე თემაზე:

„კროკუს სითი ჰოლში“ გაჩენილი ხანძარი 13 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გავრცელებული

100