global distribution
გარე ავეჯი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის ტერიტორიაზე ღამით 100 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 6 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, აქედან 4 დედაქალაქისკენ მიფრინავდა.

ამასთან, რუსული „ტელეგრამ“ არხების ცნობით, ზოგიერთ აეროპორტში ოპერაციები შეიზღუდა. „როსავიაციის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთმა შეზღუდა დაშვება და გაფრენა მოსკოვისა და სხვა ქალაქების აეროპორტებში. თუმცა, ახლა, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოხსნილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ულიანოვსკის ოლქის ნოვოსპასკოეს სოფლის მაცხოვრებლებმა რუსეთის საზოგადოებრივ ჯგუფებს აცნობეს, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ენსი-ოილზე“ თავდასხმა განხორციელდა. „ტეკეგრამ“ არხი SHOT იუწყება, რომ ნოვოსპასკოეს გარეუბანში მაცხოვრებლებმა ღამით 5-8 აფეთქების ხმა გაიგეს.

აფეთქებების ხმა მარი ელის რესპუბლიკაშიც ისმოდა. „ტელეგრამ“ არხების ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

ვრცელდება ინფორმაცია სტავროპოლის მხარეში მდებარე შპს „სტავროლენზე“ თავდასხმის შესახებაც. კომპანია ქიმიური პროდუქტების, კერძოდ, პოლიეთილენის, პოლიპროპილენის, ბენზოლის და სხვა ნავთობქიმიური პროდუქტების მსხვილი მწარმოებელია.

68