jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 ბუდაპეშტში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საჩუქრები გაცვალეს.

უნგრეთის ლიდერმა სტუმრად მყოფ თურქეთის პრეზიდენტს ცხენი აჩუქა სახელად „ნონიუსი“. თავის მხრივ, ერდოღანმა ვიქტორ ორბანს თურქული წარმოების პირველი ელექტრომანქანა „ტოგი“ აჩუქა.

როგორც გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, თურქეთის პრეზიდენტის მიერ ნაჩუქარი მანქანის ნომრებია HUTR-100, რაც სიმბოლურად თურქეთ-უნგრეთის ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავს უკავშირდება.

ერდოღანი ბუდაპეშტში დღეს ჩავიდა. ის უნგრეთ-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომას დაესწრება.

 

123