„კომპანია Kam Air საწვავით ამარაგებს სამოქალაქო ავიაკომპანიებს, ასევე გაერო-ს თვითმფრინავებს“, – განაცხადა თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.
მისივე თქმით, პაკისტანმა ასევე იერიში მიიტანა ავღანეთის სხვა რაიონებში, მათ შორის დედაქალაქ ქაბულსა და პაქტიაში.
„თალიბანის“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები განადგურდა და დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან. „თალიბანის“ მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ ერთი ოჯახის ოთხი წევრი, მათ შორის ორი ბავშვი აღმოსავლეთ ავღანეთში პაკისტანის მხრიდან ცეცხლის შედეგად დაიღუპა.
ცნობისთვის, პაკისტანსა და ავღანეთს შორის დაპირსპირება თებერვლის ბოლოს განახლდა. „თალიბანმა“ პაკისტანს ავღანეთის ქალაქებზე, ქაბულსა და ყანდაარზე დარტყმების განახორციელებაში დასდო ბრალი, პაკისტანის ინფორმაციის სამინისტროს განცხადებით კი, „თალიბანმა“ ცეცხლი ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის რამდენიმე სექტორში გახსნა, რის საპასუხოდაც პაკისტანის ჯარებმა „დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება მოახდინეს“.