janmedi
ავერსი ნემო

პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით, ბელუჯისტანის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსის ღრმა ხევში ჩავარდნის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა,- ინფორმაციას Deutsche Welle ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, გადატვირთული ავტობუსი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ავარიის ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

ბელუჯისტანის მთავრობის წარმომადგენლის, შაჰიდ რინდის თქმით, ავტობუსი სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ კვეტადან მოდიოდა, როდესაც კონტროლი დაკარგა, გზიდან გადაუხვია და დანა სარის ხევში გადავარდა.

ოფიციალური პირების თქმით, ავტობუსში სულ 48 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულთაგან ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

58