jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 პარიზის მერმა ან იდალგომ განაცხადა, რომ 2024 წლის ოლიმპიური თამაშების დროს რუს და ბელორუს სპორტსმენებს საფრანგეთის დედაქალაქში არ მიესალმებიან.

„მინდა ვუთხრა რუს და ბელარუს სპორტსმენებს, რომ პარიზში მათი ხილვა არავის გაუხარდება. ამასთან, მინდა ვუთხრა უკრაინელ სპორტსმენებს, რომ ჩვენ მათ ბოლომდე და მხურვალედ დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა იდალგომ.

პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება. რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წლის თამაშებზე ნეიტრალური ათლეტების სტატუსით იასპარეზებენ – თავიანთი ქვეყნების დროშისა და ჰიმნის გარეშე.

65