jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
რუსეთში 1 - ელი ოქტომბრიდან ჯარში საშემოდგომო გაწვევა იწყება. შესაბამის ბრძანებას ხელი პუტინმა მოაწერა. ბრძანების მიხედვით, გაწვევა დეკემბრამდე გაგრძელდება. სამხედრო სამსახურში კი 130 000 ადამიანს გაიწვევენ. 
„2023 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, განხორციელდეს 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეთა გაწვევა სამხედრო სამსახურში, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში და ექვემდებარებიან ფედერალურ კანონს „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, 130 ათასი ადამიანის ოდენობით“, - ნათქვამია განკარგულებაში.
რუსეთში სამხედრო გაწვევა ტრადიციულად წელიწადში ორჯერ - გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხდება. 
430