gorgia
ავერსი legi

ოკუპირებულ ყირიმში რუსული „სუ-30“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტი დაგეგმილი სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა.

მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი საბრძოლო მასალის გარეშე დაფრინავდა.

„დღეს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, ყირიმის რესპუბლიკაში დაგეგმილი სასწავლო-საწვრთნელი ფრენის დროს „სუ-30“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი ფრენას საბრძოლო მასალის გარეშე ახორციელებდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახერხა და პილოტებს საფრთხე არ ემუქრებათ.

უკრაინული მედია წერს, რომ რუსული „სუ-30“ ტიპის მრავალფუნქციური მოიერიშე თვითმფრინავის სავარაუდო ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონი აშშ დოლარია.

71