jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 100 პროცენტი უკვე დათვლილია. ამის შესახებ რუსეთის ცესკო ავრცელებს ინფორმაციას.

რუსეთის ცესკო-ს მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 85.13 პროცენტი მიიღო.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ვლადისლავ დავანკოვმა ხმების 6,65 პროცენტი მიიღო,  ნიკოლაი ხარიტონოვმა – 3.84 პროცენტი, ხოლო ლეონიდ სლუცკიმ – 2.83 პროცენტი.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს გაიმართა.

74