global distribution
გარე ავეჯი

საფრანგეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 364 ხმით 194-ის წინააღმდეგ ფრანსუა ბაირუს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა.

მთავრობის ცნობით, ბაირუ გადადგომის შესახებ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ხვალ დილით წარუდგენს.

შეგახსენებთ, ფრანსუა ბაირუმ მისი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 25 აგვისტოს დააყენა. ბაირუს განცხადებით, მის მიერ აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა სახელმწიფო ვალის შესამცირებლად 2026 წლის ბიუჯეტში რადიკალური ცვლილებების შეტანის აუცილებლობამ გამოიწვია.

113