jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

დილის 06:00 საათიდან შეტაკებები დაიწყო ისრაელ-ღაზას საზღვარზე. პალესტინელები ცდილობენ ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრას და მათ პოზიციებზე თავდასხმებს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისრაელის სამხრეთში, შდეროთში, სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაიღუპა 1 ისრაელის მოქალაქე.
 
ჰამასი ადასტურებს ისრაელზე დაგეგმილ პროაქტიულ კომბინირებულ თავდასხმას და ისრაელს მეტ მოულოდნელობას პირდება. ამ დრომდე "რკინის გუმბათმა" რამდენიმე ათეული რაკეტა გაანადგურა.
 
 
სარაკეტო თავდასხმების შედეგად აშკელონი ყველაზე მეტად დაზარალდა. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. ღაზას სექტორთან, საზღვარზე ამ დრომდე ორმხრივი სროლების ხმა ისმის.
 
 
ვრცელდება კადრები ღაზადან, სადაც ასახულია ისრაელში მსუბუქი მანქანებით შეჭრილი ჰამასის მებრძოლები, რომლებიც ადგილზე პოზიციებს იკავებენ.  გავრცელებული ინფორმაციით,  ჰამასმა ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევისთვის, საწყის ეტაპზე პარაპლანებიც გამოიყენა.
 
ისრაელის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ გადავიდნენ თავშესაფრებში. რამდენიმე წუთში ისრაელის უსაფრთხოების შტაბში საგანგებო შეხვედრა იგეგმება.
 
 
ავტორი
მირანდა შურღაია
524