global distribution
გარე ავეჯი

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ესაუბრა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლიდერები პეკინში გამართული აღლუმის დროს გაესაუბრნენ ერთმანეთს.

შეგახსენებთ, პეკინში დღეს, იაპონიის წინააღმდეგ და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტიანანმენის მოედანზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდა, რომელსაც 26-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურები დაესწრნენ, მათ შორის რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ლიდერები.

81