golden brand
ავერსი ნემო

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსა და ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. 

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

12:00 საათიდან სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ყოველ სამ საათში ერთხელ აქტივობის მონაცემებს გამოაქვეყნებს.

სომხური მედია წერს, რომ მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ მეტ-ნაკლებად მკაფიო პოლიტიკური სურათი სომხეთის ახალ პარლამენტთან დაკავშირებით, რომელიც ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევს, დაახლოებით ღამის 2:00-3:00 საათზე გახდება ცნობილი, როდესაც დაიწყება მონაცემების მიღება ძირითადი ქალაქებიდან, მათ შორის დედაქალაქ ერევნიდან, სადაც ამომრჩეველთა მესამედი ცხოვრობს. ელექტრონული ხმების დათვლის პროცესი 8 ივნისს, დილის 8:00 საათზე დასრულდება.

სომხეთის პარლამენტი პროპორციული სისტემით აირჩევა. სომხეთის მე-9 მოწვევის ეროვნულ ასამბლეაში ადგილებისთვის თვრამეტი პოლიტიკური ძალა - 16 პარტია და პარტიების ორი ბლოკი - იბრძვის. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო ზღვარი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიების ბლოკებისთვის - 8%.

დასავლური მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველ პარტიას „სამოქალაქო კონტრაქტი“, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი გამოწვევა სამი ძირითადი ოპოზიციური ბლოკისგან შეხვდება: „ძლიერი სომხეთის ალიანსი“, რომელსაც მხარს უჭერს რუსი-სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი; „სომხეთის ალიანსი“, ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის ხელმძღვანელობით და „აყვავებული სომხეთის პარტია“, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი.

130