global distribution
გარე ავეჯი

ტაილანდში პოლიციის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტაილანდის სამეფო პოლიციის წარმომადგენლის, არჩაიონ კრაიტონგის ცნობით, ტაილანდის პოლიციის მცირე ზომის თვითმფრინავი სატესტო ფრენას ასრულებდა, რა დროსაც ზღვაში ჩავარდა.

არჩაიონ კრაიტონგის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 6 პოლიციელი იმყოფებოდა, რომელთაგან 5 დაიღუპა, ხოლო ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

212