jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თეირანი არ ითხოვს ნებართვას არავისგან რუსეთთან ურთიერთობების გასაფართოებლად.
ირანს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაში ადანაშაულებენ, რომელიც უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენება.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა „ნამდვილ საფრთხეს უქმნის“ აშშ-ის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ კანანმა განცხადებას „უსაფუძვლო“ უწოდა და დასძინა, რომ თეირანი „დამოუკიდებლად მოქმედებს თავისი საგარეო ურთიერთობების რეგულირებაში და არავისგან ნებართვას არ ითხოვს“
287