ირანის დედაქალაქ თეირანში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის, – ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ისრაელმა და აშშ-მა ასევე დაბომბეს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი სანანდაჯი. თავდასხმის შედეგად სანანდაჯის საცხოვრებელი უბნები დაზარალდა.
სააგენტო IRNA-ს ცნობით, სანანდაჯზე თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თეირანში, კვირას ღამით, ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო, რადგან შენობა დარტყმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.