jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
თქვენ აშშ-ში წლის ადამიანი ხართ – ამ სიტყვებთ მიმართა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდნეტმა ჯო ბაიდენმა.  
მისივე თქმით, უკრაინელი ხალხი აგრძელებს მსოფლიოს შთაგონებას. 
"ამას გულწრფელად ვამბობ. ისინი არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მსოფლიოს შთააგონებენ თავიანთი გამბედაობით და გამძლეობით.
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გაძლიერებას, რათა დაიცვას საკუთარ თავი, განსაკუთრებით, საჰაერო თავდაცვის კუთხით. ამიტომ ჩვენ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მივაწვდით და გადავამზადებთ თქვენს ძალებს, რათა ზუსტად გამოიყენონ ეს სისტემა.
ჩვენი პარტნიორების გააგრძელებენ კრემლზე ზეწოლას და უკრაინის დახმარებას, აღადგინოს მშვიდობა. პრეზიდენტო ზელენსკი, აშშ დგას უკრაინის შესანიშნავი ხალხის გვერდით. ჩვენ აქ გვაქვს ასეთი წესი, რომ TIME-ის ჟურნალი წელიწადში ერთხელ ირჩევს წლის ადამიანს, თქვენ აშშ-ში წლის ადამიანი ხართ" – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
337