
დონალდ ტრამპი საავტომობილო ინდუსტრიისთვის ტარიფების შემცირებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტი დღეს ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმად, ავტომობილებსა და ავტონაწილებზე 25%-იანი ტარიფების ნაწილი შემსუბუქდება. თეთრი სახლის ოფიციალური პოზიციით, ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან იმპორტის გადასახადები ადგილობრივ მწარმოებლებს საფრთხეს უქმნის.
გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაცია წელს 15%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს ავტომწარმოებლებს, რომლებიც თავიანთ ავტომობილებს ქვეყნის შიგნით დაასრულებენ, რაც ტარიფების ხარჯებს დააკომპენსირებს. აღნიშნული ფასდაკლება შემდეგ წელს 10%-იანი გახდება.