golden brand
ავერსი ნემო

 აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა დღეს ირანთან ომი დაასრულა.

„არ ვიცი, გსმენიათ თუ არა, მაგრამ ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ. დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი, რასაც ჩვენ დაჟინებით მოვითხოვდით; ეს იყო მთელი მიზანი. ეს იყო ყველაფრის 95 პროცენტი“, - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმებას მიაღწიეს და საბოლოო დოკუმენტს ხელი, შესაძლოა, რამდენიმე დღეში ევროპაში მოაწერონ. ირანის საგარეო უწყებამ ამ ინფორმაციას „სპეკულაცია“ უწოდა და განაცხადა, რომ თეირანს შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

41