დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა მომავალ ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის ფარგლებში, ქალაქ შენჭენში შედგება.
ეს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება.
თეთრი სახლის ცნობით, ტრამპი შეხვედრაზე ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხს განიხილავს.
„ის მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირების საკითხს განიხილავს, რომლის გავრცელებასაც პრეზიდენტი ტრამპი ძალიან საშიშად თვლის“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ოლივია უელსმა.
ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დონალდ ტრამპი ირანში ომის საკითხსაც წამოჭრის, თუმცა უკრაინაში ომის საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის.