jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

უკრაინისადმი ევროპული მხარდაჭერა მუდმივია და არ არის დამოკიდებული საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კიევში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა არ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ გაგრძელდება ომი უახლოეს დღეებში ან კვირებში“, – აღნიშნა ბორელმა.

მედიის ცნობით, ბორელი კიევში ვიზიტისას შეხვდა უკრაინის თავდაცვის ახალ მინისტრს, რუსტემ უმეროვს და მასთან ევროკავშირის სამხედრო დახმარების გაგრძელება განიხილა.

„უკრაინელები იბრძვიან გაბედულად და იმ შესაძლებლობებით, რაც მათ აქვთ. ჩვენ გვინდა, რომ ისინი იყვნენ უფრო წარმატებული, ამიტომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ მეტი იარაღი და უფრო სწრაფად“, – განაცხადა ბორელმა.

269