gorgia
ავერსი legi

ვატიკანმა გადაწყვიტა, რომის ცენტრში მდებარე ისტორიული სასტუმრო სახლი ოთხვარსკვლავიან სასტუმროდ გადააკეთოს. ინფორმაციას იტალიური გაზეთი, Il Messaggero ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ყოფილი პაპი, ფრანცისკე ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ამჯერად ვატიკანმა გადაწყვიტა, მე-15 საუკუნის ისტორიული შენობა კერძო მმართველ კომპანიას იჯარით გადასცეს და სასტუმროდ გადააკეთოს.

1970-იანი წლების დასაწყისში, პაპ პავლე VI-ის პონტიფიკატის დროს ეს შენობა რომში დროებით გაჩერებული ეპისკოპოსების, მღვდლებისა და კარდინალების იაფ საცხოვრებლად გამოიყენებოდა.

ვატიკანმა ისტორიული შენობის კერძო კომპაიისთვის გადაცემა ეკონომიკური მოსაზრებების გამო გადაწყვიტა. კერძოდ, მის რესტავრაციას 60 მლნ ევრო დასჭირდებოდა, რისი დახარჯვაც წმინდა საყდარმა არ მოისურვა. რამდენიმე კარდინალმა ახალ პაპს, ლეო XIV-ს საწინააღმდეგო პოზიციით მიმართა, თუმცა პაპმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.

პალაცო ცნობილი პიაცა-ნავონადან სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს. სასტუმრო სახლი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც პაპმა ფრანცისკემ 2013 წელს მისი ხარჯი პირადად გადაიხადა.

95