მოლდოვამ დაამტკიცა მდინარე დნესტრზე ხიდის მშენებლობა, რომელიც უკრაინას ექსპორტში დაეხმარება, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
რუსეთს არ სურს ნატო-სთან პირდაპირი სამხედრო შეტაკება, მაგრამ თუ ვინმეს ეს სურს, მოსკოვი ამისთვის მზადაა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსული ომის დანაშაულის მტკიცებულებების ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის განკარგულება გასცა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლის ცნობით, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომა 26 ივლისს, დიპლომატების დონეზე გაიმართება.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები მას პოლონეთში „ექსკურსიაზე“ წასვლას სთხოვენ.
უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა.
ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები შევიდნენ ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ტაივანი შეჭრის საწინააღმდეგო სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს. ამის შესახებ აღნიშნულია „დოიჩე ველეს“ სტატიაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ, რომ ოკუპირებულ ყირიმში ნავთობის ბაზა და საბრძოლო მასალების საწყობები გაანადგურეს.
უკრაინა F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.