რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ დასავლეთი რუსეთის ტერიტორიაზე პოტენციური დარტყმისთვის, კიევისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი იარაღის მიწოდებას დაიწყებს, ეს იქნება ნაბიჯი ესკალაციისკენ.
რადას დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, ოკუპანტმა ირპენში, იმ ბინაში, რომელსაც ძარცვავდა, შემთხვევით საკუთარი ფოტო დატოვა.
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ უკრაინასთან საკითხი უკვე დახურულია და ამჯერად, პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება.
მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ რუსეთმა საპორტო ქალაქის დე ფაქტო ანექსია დაიწყო. კერძოდ, ანდრიუშჩენკოს თქმით, დღეიდან მარიუპოლის მაცხოვრებლებს შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეობის მიღება ე.წ. შუალედური მოქალაქეობის მიღების გარეშე.
მარიუპოლის მერის მრჩევლის ინფორმაციით, ქალაქში სულ მცირე 22 ათასი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინელების დაახლოებით 82% თვლის, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინამ არ უნდა დათმოს ტერიტორიები. ინფორმაციას BBC კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ახალ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ის ერთადერთი პირობა დაასახელა, რის საფუძველზეც მზად იქნება პუტინთან შესახვედრად - ზელენსკის განცხადებით, მზად არის აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს მხოლოდ ერთადერთი საკითხის, ომის შეწყვეტის განსახილველად შეხვდეს.
ლიეტუვა, სლოვაკეთი და ლატვია უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად, ევროკავშირის მიერ, რუსეთის აქტივების კონფისკაციას მოითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდასთან ერთად უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა და პოლონეთი მალე გააფორმებენ ორმხრივ შეთანხმებას ერთობლივ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლზე და შემდგომში ერთიანი პირობითი საზღვრის შესახებ, როდესაც უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აქვს მოლოდინი, უკრაინა ივნისში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდება.