
მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ვხედავ, რომ ბრიუსელი ომისთვის ემზადება და ეს სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის მმართველობა განისაზღვრება ხალხით და კონსტიტუციით, – ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც უკრაინაში გაერო-ს ეგიდით დროებითი მმართველობის შემოღებას ეხება.

გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის გეგმების ექსტრავაგანტულად მიჩნევა დიდი შეცდომა იქნებოდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ეგვიპტის წითელი ზღვის საკურორტო ქალაქ ჰურგადასთან ტურისტული წყალქვეშა ნავი ჩაიძირა, რასაც, 6 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

საზოგადოების დესტაბილიზაცია - ეს არის ის, რისიც ვლადიმერ პუტინს ეშინია. თუ ჩვენი პარტნიორები პუტინზე ზეწოლას განახორციელებენ, მას ექნება საზოგადოების დესტაბილიზაცია, პუტინს ამის ეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

საფრანგეთი ეწინააღმდეგება იმ პირობებს, რასაც რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ აყენებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ არამეგობრული ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა და გაშავებული კომპანიების ჩამონათვალში დამატებით 80-ზე მეტი სუბიექტი შეიყვანა.

სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.