
პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უნგრეთის მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ღირებულებებს, ინსტიტუტებსა და ფონდებს,- ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. შესაბამის დოკუმენტს 345-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, 104 წინააღმდეგი იყო, 29-მ კი თავი შეიკავა.

უკრაინის დაზვერვა თავს დაესხა ნავთობის ბაზას რუსეთის ლენინგრადის ოლქში, ერთ-ერთმა უპილოტო თვითმფრინავმა პუტინის სასახლესთან გადაიფრინა, – ამის შესახებ უკრაინული მედია სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებზე თავდასხმა კიდევ ერთხელ განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

პაკისტანმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. „ბიბისის“ ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ თავად პაკისტანი ავრცელებს.

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

აშშ-ის გემზე თავდასხმაზე იემენის „ჰუსიტებმა“ პასუხისმგებლობა აიღეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბულგარეთის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ევროკომისიას ერთობლივი წერილით სთხოვეს უკრაინულ მარცვლეულზე იმპორტის გადასახადების შემოღება.