jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
უკრაინის პრეზიდენტმა ეკონომიკურ გეგმაზე ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას ის სიახლეები დაუსახელა, რასაც უახლოეს პერიოდში დანერგავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას ისაუბრა.
 
 
"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენასთან დაკავშირებით რამდენიმე სიახლე მაქვს - მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გააფართოოს ბიზნესის სუბსიდირება იმ ადგილებში, სადაც შედარებით მშვიდი გარემოა და ბიზნესს მუშაობის საშუალება აქვს. ამ ადამიანებისთვის კრედიტი 0%-ში გაიცემა. 
 
კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც ხვალ მინისტრთა კაბინეტი კენჭს უყრის, არსებული რეგულაციების შემსუბუქებაა. აქამდე ბიზნესს 600-ზე მეტი ლიცენზია უნდა მიეღო, დარჩება მხოლოდ 20 აუცილებელი ლიცენზია. ისიც ისეთი, რომელთა გაუქმება შეუძლებელია. 
 
მესამე სიახლე, რომელიც მილიონობით უკრაინელს ეხება - ეროვნულ ბანკს, დეპუტატებს და ჩვენს მაღალჩინოსნებს დავავალე შექმნან კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო, ბანკში განთავსებულ ანაბრებზე პასუხისმგებლობას 100%-ით აიღებს და არა ისე, როგორც ახლა, როცა სახელმწიფოს გარანტიების 50%-ით გაცემის ვალდებულება აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს რომელ ბანკში მოხდება. ჩვენს ხალხს ფულის დაკარგვის არ უნდა ეშინოდეს. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი მალე შემუშავდება და მას რადა მხარს დაუჭერს, რადგან ეს ჩვენს მოქალაქეებს სჭირდება, "- ამბობს ზელენსკი.
 
 
824