jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ბელარუსები ქმნიან ბარიერებს უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსის ჯარების შეყვანისთვის. ამის შესახებ თწიტტერ-ზე ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მრჩეველმა ფრანაკ ვიაჩორკამ განაცხადა.
 
ბელარუსი პარტიზანების ქვეყანაა. ჩვენი გმირები აჩერებენ რუსულ მატარებლებს, აზიანებენ რუსულ ტექნიკას, ავრცელებენ ბუკლეტებს, რათა ბელარუსის ჯარები არ შევიდნენ უკრაინაში. უკრაინა გაიმარჯვებს”, – განაცხადა ვიაჩორკამ.
 
მან ასევე გამოაქვეყნა ბელარუსის რუკა “რკინიგზის წინააღმდეგობა-2022”. მასზე ნაჩვენებია ბელარუსი პარტიზანების მოქმედებების შედეგები.
 
უკრაინის რკინიგზის მუშაკებმა ბელარუს კოლეგებს მოუწოდეს, არ შეასრულონ კრიმინალური ბრძანებები და არ მართონ რუსული სამხედრო მატარებლები უკრაინის მიმართულებით.
 
ბელარუსის რკინიგზის მუშები მასიურად ეწინააღმდეგებიან უკრაინასთან ომში ჩაბმას.
 
კერძოდ, უკრზალიზნიცის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კამიშინმა მადლობა გადაუხადა მათ, რომ ერთ-ერთ მონაკვეთზე შუქნიშნების კონტროლი მწყობრიდან გამოვიდა, რამაც გამორიცხა უკრაინაში სამხედრო ტექნიკის გადაზიდვის შესაძლებლობა.
 
მოგვიანებით კამიშინმა განაცხადა, რომ ბელარუსსა და უკრაინას შორის სარკინიგზო კავშირი აღარ არსებობს. მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ბელარუსის პატიოსან მოქალაქეებს, თუმცა დეტალების გამჟღავნებაზე უარი თქვა.
765