jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ბერდიანსკის საზღვაო პორტიდან რუსმა ოკუპანტებმა ხორბლით დატვირთული ხუთი გემი გაიტაცეს. ამის შესახებ „უნიანი“ ზაპაროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურზე ალექსანდრ სტარუხზე დაყრდნობით იუწყება.
 
მისი ინფორმაციით, ადგილობრივები აცხადებენ, რომ პორტში ხორბლით დატვირთული ხუთი გემი იდგა.
 
„ზოგიერთი მათგანი სრულად იყო დატვირთული. ეს ჩვენ ვნახეთ საბაჟო დოკუმენტებით, ზოგიერთი კი ნაწილობრივ იყო დატვირთული. რამდენიმე დღის წინ, ეს გემები პორტიდან გაქრნენ. როგორც ადამიანები ამბობენ, ისინი რუსებმა ბუქსირით გაიყვანეს. ახლა ჩვენ ვნახავთ ამ გემების ადგილსამყოფელს. მათზე რამდენიმე ათეულათასობით ტონა ხორბალი იყო დატვირთული“, - განაცხადა სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა.
 
ადმინისტრაციის მეთაურმა, ისაუბრა ზაპოროჟიეს ატომურ ენერგოსადგურზე არსებულ ვითარებაზე და განაცხადა, რომ იქ ტერორისტები იმალებიან, რომლებმაც ტექნიკა სადგურის მიმდებარედ გადამალეს, ირგვლივ კი ბლოკ-საგუშაგოებია. ქალაქში კი ტერორისტების სხვადასხვა დაჯგუფებები შედიან.
738