jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციას ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე ჩინეთის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს უკრაინას ეკონომიკურად და პოლიტიკურად.
 
ელჩმა, ფან ქსიანრონგმა, უკრაინელების ერთიანობა და წინააღმდეგობის უნარი შეაქო.
 
„ჩინეთი უკრაინელი ხალხის მეგობარი ქვეყანაა. როგორც ელჩმა, შემიძლია პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩინეთი მუდამ იქნება კარგი ძალა უკრაინისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ თქვენს სახელმწიფოს, განვავითარებთ ურთიერთობებს თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე. პატივს ვცემთ უკრაინელების მიერ არჩეულ გზას, რადგან ეს არის ყველა ერის სუვერენული უფლება“, - აღნიშნა ელჩმა
801