
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია სხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, არა მხოლოდ საქართველოსთან, სომხეთთან, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთანაც, ცდილობენ იპოვონ გარკვეული შესაძლებლობები იმისა, რომ შეისყიდონ ორმაგი დანიშნულების საქონელი. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის კიატხვაზე:– რამდენიმე კვირის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა განცხადება რომლის თანახმად რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს. თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეგიძლიათ კონკრეტულად გვითხრათ, რა ტვირთებზეა საუბარი და რომელი ქვეყნიდან ხდებოდა საქართველოს გავლით ამ ტვირთვის გატარება? მიმდინარეობს შესაბამისი სტრუქტურებს შორის აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობა?
"გასაგები იქნება, თუ შემდეგ რამეს ვიტყვი. რუსეთის ფედერაცია და მისი ემისრები დღეს სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, არა მხოლოდ საქართველოსთან, სომხეთთან, არამედ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთანაც. ცდილობენ იპოვონ გარკვეული შესაძლებლობები იმისა, რომ შეისყიდონ ორმაგი დანიშნულების საქონელი, აქ უპირველეს ყოვლისა საუბარია სამხედრო ნაწილებზე, ომმა აჩვენა, თუ როგორი „უკბილო“ აღმოჩნდა რუსული ტექნიკა, რითაც უნდა მოხდეს შესაბამისი საწარმოების შევსება შესაბამისი ნაწილებით, რაც რუსეთის ტერიტორიაზე არ მოიპოვება. აქ საუბარი არარის იმაზე, რომ ეს ქვეყნები თანახმა არიან ამაზე, უბრალოდ ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა, პარტნიორი ქვეყნების დაზვერვის სამსახურის დახმარებით, დააფიქსირეს რუსეთის ემისრების გააქტიურებული მოლაპარაკებები შესაძლო ოფშორული ზონების შექმნაზე, საიდანაც რუსეთი შეძლებს საჭირო სამხედრო კომპლექტების შეძენას და ტრანსპორტირებას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საკითხი ეხება ორმაგი დანიშნულების საქონელს, სამხედრო კომპლექტებს, რაც რუსეთს აუცილებლად სჭირდება სამხედრო ნაწილების გასაძლიერებლად. რაც შეეხება, ფინანსების მიღებას, დღეს რუსეთი პირდაპირ ღებულობს „სბერბანკის“ მეშვეობით თანხებს, იგივე ნავთობის კონტრაქტებიდან. აქ სანქციების გავლით თანხების მიღების მცდელობების ძებნა უბრალოდ არ არის საჭირო, ეს რუსეთს დღეს არ სჭირდება. გავმეორდები და გეტყვით, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და უკრაინის დაზვერვა თვალს ადევნებს ამ პროცესებს, რუსეთი აქტიურად ეძებს, თუ რომელი ქვეყნიდან მოახერხებს ამ საქონლის ტრანზიტს. ვინაიდან საქართველოზე ვსაუბრობთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე შექმნილია გარკვეული ოფშორული ზონა, საიდანაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიის გავლით საქონლის გატანას ახერხებს, ეს იყო პრევენციული განცხადება. თუ ასეთი რეალური ქმედება გამოიკვეთებოდა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ეს გახდებოდა გამოძიების დაწყების საგანი და პარტნიორები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, ღიად იქნებოდნენ დასახელებული და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოყვებოდნენ.
მე ამ საკითხის სერიოზულად მოვეკიდებოდი, საქართველოში ყველას ვისაც მსგავსი სურვილი გაუჩნდება ან აქვს მათ ადგილზე დავფიქრდებოდი ღირს თუ არა ის თანხა ქვეყნის რეპუტაციის შელახვად. მით უმეტეს, როდესაც რუსეთი ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ შეთანხმების შესრულებას არც თუ ისე მალე შეძლებს, მათ შორის ჩრდილოვანი ხელშეკრულებების ფინანსური ვალდებულებების შესრულებას. დავფიქრდებოდი იმ ადამიანების ადგილზე, რომლებიც ფიქრობენ ბიზნესის ამ ტიპის ჯაჭვის შექმნაზე. საკუთარი რეპუტაციის გაფუჭებად თუ უღირთ და ისიც მინდა გაითვალისწინონ, რომ მუდმუვად საერთაშორისო დაზვერვის დაკვირვების ქვეშ იქნებიან."– განაცხადა პოდოლიაკმა.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ.