
კიევი უკვე აღარ დათანხმდება იმ პირობებს, რომლებსაც ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთს თავად სთავაზობდა, უკრაინა ახლა დონბასისა და ყირიმის სრულ დეოკუპაციას ითხოვს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
რეზნიკოვის თქმით, უკრაინა არ მიიღებს მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციას და მოითხოვს დონბასისა და ყირიმის დეოკუპაციას.
„ომის დროს ბევრი რამ ვისწავლეთ, მათ შორის ისიც, რომ არ უნდა ვენდოთ მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებას, რასაც პარტნიორები გვთავაზობენ. საიდუმლოს გაგანდობთ, ბელარუსსა და სტამბოლში მოლაპარაკებების დროს რუსებს ვეუბნებოდით, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად ჯარი 23 თებერვლის პოზიციებზე დაებრუნებინათ. მაშინ ეს შესაძლებელი იყო. ეს უკვე შეუძლებელია. ვარიანტი „24 თებერვლამდე“ აღარ არსებობს. 1991 წლის პირველ დეკემბრამდე პოზიციები, წადით!“, – აცხადებს რეზნიკოვი.