jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა RT-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ  რუსი სამხედროები უკრაინისთვის იარაღის ნებისმიერ გადაზიდვას სამიზნედ აღიქვამენ, და ამას არ დაუშვებენ.
 
ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან.
 
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მიგვაჩნია იარაღის გადამზიდად, გახდება ლეგიტიმური სამიზნე. ეს სრულიად გასაგებია“, - განაცხადა ლავროვმა.
 
ცნობისთვის, სლოვაკეთმა გამოთქვა მზადყოფნა,  საბჭოთა წარმოების S-300-ები და MiG-29 -ები  გადასცეს კიევს ამერიკული F-16-ების მიღების სანაცვლოდ.
1126