
ჩვენი წინააღმდეგობის 200 დღეა, თითქმის 5 000 საათი, 300 000 წუთი, 20 მილიონი წამი და უამრავი მიზეზი, რომ გითხრათ მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა, – ასე დაიწყო ყოველდღიური მიმართვა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან ომში მონაწილე ყველა ადამიანს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„ეს უკრაინის დამცველების დამსახურებაა. ყველასი, ვინც მამაცურად დგას 200 დღეა და სწორედ მათი დამსახურებით დგას უკრაინაც. ძლიერი და მაშასადამე თავისუფალი. გაუტეხავი და მაშასადამე დამოუკიდებელი. ჩვენი დამცველები დევნიან მტერს სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან. ყველა მიმართულებით ისინი მიდიან მხოლოდ წინ და გამარჯვებისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ახლა უკრაინის ისტორიას.
"ჩვენი მებრძოლების ქმედებებს უკრაინის სამხრეთით, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, ყველა აღნიშნავს და ხაზს უსვამს.
მსოფლიო აღფრთოვანებულია, მტერი პანიკაშია. უკრაინა ამაყობს თქვენით, თქვენი სჯერა, თქვენთვის ლოცულობს და გელოდებათ. დარწმუნებულები ვართ, ჩვენს საზღვრებამდე გახვალთ და მტრის ზურგს დაინახავთ.
დაინახავთ, როგორ ბრწყინავენ ჩვენი ხალხის თვალები და დაინახავთ გაქცეულ ოკუპანტებს, რომლებიც ამას კეთილი ნების ჟესტს უწოდებენ. ჩვენ კი ამას, გამარჯვებას დავარქმევთ," - განაცხადა ზელენსკიმ.