jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც საქართველოდან უკრაინაში მოხალისედ წასვლას გეგმავს. 
 
"ხუთასამდე ადამიანმა მომწერა რომ მოხალისედ სურთ უკრაინაში წამოსვლა. ბევრი უპასუხოდ დავტოვე, ამიტომ აქ დავწერ საჯაროდ და ყველასთვის.
კარგად მესმის ყველას მოტივაცია, გულანთება და ჟინი, მაგრამ ყველას გირჩევთ დაივიწყეთ აქ წამოსვალზე ფიქრი თუ:
ა) არ გაქვთ საბრძოლო გამოცდილება (ავღანეთში და ერაყში სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობაც კი არ მიიჩნევა აქ საბრძოლო გამოცდილებად);
ბ) არ იცით ენა (რუსული ან ინგლისური);
გ) არ გაქვთ დამოუკიდებლად ჩამოსვლის საშუალება (ბილეთის შეძენა და სხვა).
დ) თუ ფიქრობთ რომ მხოლოდ 2-3 კვირით გინდათ ჩამოსვლა;
 
აქ სულ სხვანაირი ომია და ძალიან ბევრი საქართველოდან ჩამოსული უკან გაბრუნდა ამის გამო. ჯობს უკრაინას დავეხმაროთ და ტვირთად არ დავაწვეთ." – წერს ოქრუაშვილი.
 
 
835