jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
უკრაინაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ომს მინიმუმ ორი დადებითი შედეგი ექნება: პირველი, უკრაინა გაიმარჯვებს და უფრო გაძლიერდება, მეორე - რუსეთში ან პუტინის რეჟიმის ცვლილება მოხდება ან საერთოდ დაშლას დაიწყებს.
 
„რუსეთი სულ მცირე ერთი ათეული წელი ვეღარ აღიდგენს ძალებს და დანაკარგებს. აქ ნანახი მარცხი დიდხანს გაყვება, როგორც მათ სამხედრო ელიტას, ისე მთლიანად ნაციას.
 
სად ჯანდაბაში ვიქნებით ამ დროს ჩვენ და რას მოვიმოქმედებთ, ესაა მთავარი, რა კითხვაც უნდა დაუსვას ყველა საღად მოაზროვნე ქართველმა საკუთარ თავს. ისევ იმის გარკვევაში რომ არ ვიყოთ მუდამ - "გადავარქვათ თუ არა მოსკოვის გამზირს სახელი ანუ გვინდა თუ არა საერთოდ სახელმწიფო", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
697